WEEKSy წარმოადგენს კომპანია FINA-ს პროდუქტს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. პროგრამა განკუთვნილია ყველა მიმართულებისა და ზომის ორგანიზაციისთვის. სისტემა მოიცავს საჭირო პროგრამულ და აპარატურულ მოდულს თანამშრომლების ეფექტიანი მართვისა და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
კომპანია FINA 10 წელზე მეტია ქართული ბიზნესის გვერდითაა და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით უკვე 4000+ კომპანიას ემსახურება. WEEKSy-ც სწორედ, საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა.