WEEKSy არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაგეხმარებათ შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, აღრიცხოთ და მართოთ თანამშრომლების სამუშაო საათები, შეადგინოთ განრიგები და მარტივად განახორციელოთ ადამიანური რესურსის ადმინისტრირება.
სამუშაო საათების აღრიცხვა
სხვადასხვა სახის აპარატურული და პროგრამული მოდულების დახმარებით, მარტივად აღრიცხეთ თანამშრომლების დასწრება, შესვენებები, ზეგანაკვეთური სამუშაო საათები. შედეგად, პროგრამა ავტომატურად დააგენერირებს კანონით გათვალისწინებულ ყოველთვიურ ფორმას და დააგზავნის ინფორმაციას თანამშრომლებთან დასადასტურებლად.
სამუშაო განრიგების შედგენა
შეადგინეთ სტანდარტული და ინდივიდუალური სამუშაო განრიგები და ცვლები, მარტივად შეიტანეთ ცვლილებები თანამშრომლის ყოველდღიურ განრიგებში და მიეცით მენეჯერებს საშუალება მართონ დასაქმებულის შესრულებული სამუშაო ერთ სივრცეში.
ადამიანური რესურსების ადმინისტრირება
მარტივად აღრიცხეთ თანამშრომლების სამსახურში მიღება, გათავისუფლება, შვებულება, მივლინებები და სხვა საჭირო დოკუმენტები. მოაქციეთ სრული ინფორმაცია ერთ სივრცეში და მართეთ თქვენი პერსონალი ეფექტიანად.
მრავალფეროვანი ანგარიშგებები
გამოიყენეთ კანონმდებლობით სავალდებულო ავტომატურად დაგენერირებული ფორმები, ისარგებლეთ ადმინისტრირების, დასწრების, დავალებების შესრულებისა და სხვა მრავალფეროვანი ანგარიშგებებით.
ხელფასების ავტომატური დაანგარიშება
დაზოგეთ დრო, რადგან პლატფორმა ავტომატურად გამოთვლის თვის ბოლოს თანამშრომლის ფიქსირებულ თუ საათობრივ ხელფასს დასწრების, შვებულებების, მივლინებების, პრემიებისა და სხვა დოკუმენტების გათვალისწინებით.